Sunday, December 18, 2011

ქართული ღვინო და ალ. ჭავჭავაძე (1786--1846წ)

ალ. ჭავჭავაძე ეწეოდა. მევენახეობას, მეაბრეშუმეობას (წინანდალში,მუკუზანსა და ნაფარეულში).
საფრანგეთის კონსული გამბა მაღალ შეფასებას აძლევდა ალ ჭავჭავაძის მეურნეობასა და მამულს და მის სახლს ევროპის საუკეთესო სასახლეებს ადარებდა.
ალ. ჭავჭავაძის ღვინოები ცნობილი იყო რუსეთსა და ევროპაში. იგი შამპანურსაც აყენებდა.
ალ ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ მისი შვილი დავითი-ოფიცერი, არ დაინტერესდა მეურნეობით--მამის ქონებას ანიავებდა ქეიფებში. მერე შამილმა მოიტაცა მისი ოჯახი. გამოსახსნელად დავითმა მამული დააგირავა და  ვეღარ გამოიხსნა.
ეს მამული ალექსანდრე მესამის საკუთრება გახდა. 1883 წელს წინანდალს ჩამოვიდნენ "საუფლისწულო მამულის": რწმუნებულები და ჩაიბარეს მეურნეობა.. 1884 წელს ააგეს რუსეთში უდიდესი სარდაფი,. უცხოეთიდან მოიწვიეს სპეციალისტები. აქ იქნა დაყენებული 'წინანდალი"--მსოფლიოში საუკეთესო ღვინო. აქვე მუშაობდა ბორდოელი სპეციალისტი მასანო...

No comments:

Post a Comment