Monday, December 26, 2011

გოგებაშვილი სარაჯიშვილზე

"დავით სარაჯიშვილი მილიონერი იყო, მაგრამ თავის მილიონებს თავისთავზე კი არ ხარჯავდა, არამედ ქვეყანას ახმარდა" იაკობ გოგებაშვილი

ინფორმაცია სასმელის ეტიკეტის შესახებ

ეტიკეტის მიღმა სასმელის დამზადების ისტორიაა, მისი ტექნოლოგიის ისტორიაა.ძველი  ეტიკეტები მოწმობენ ჩვენი წინაპრების გემოვნებაზე, მხატვრულ და ბეჭდვით ოსტატობაზე
"ვაზი და ღვინო" დაარსდა 1921 წელს ,განახლდა 1992 წელს

Friday, December 23, 2011

ილია ქართულიღვინის შესახებ.

"ჩვენებური ღვინო მართალი ღვინოა.ჩვენ ღვინოში არ არის რა გარდა ყურძნის წვენის და, ჩენებურის ღვინის კეთებას დღევანდლამდე ამის მეტი სხვა საგანი არა ჰქონია. თუ ჰსურთ, რომ რუსეთის  ბაზარში ჩვენმა ღვინომ ადგილი დაიჭიროს და ევროპულს ღვინოებს აჯობოს  და გზა დააცლევინოს, ეს მარტო იმით შესაძლოა მოხდეს, რომ გასამკლავებლად ევროპულის ღვინის ჩვენი მართალი ღვინო პირში წავუყენოთ. აქ ჩვენი გამარჯვება უეჭველია"
ვაზი და ღვინო 1992წ. №1

Sunday, December 18, 2011

ქართული ღვინო და ალ. ჭავჭავაძე (1786--1846წ)

ალ. ჭავჭავაძე ეწეოდა. მევენახეობას, მეაბრეშუმეობას (წინანდალში,მუკუზანსა და ნაფარეულში).
საფრანგეთის კონსული გამბა მაღალ შეფასებას აძლევდა ალ ჭავჭავაძის მეურნეობასა და მამულს და მის სახლს ევროპის საუკეთესო სასახლეებს ადარებდა.
ალ. ჭავჭავაძის ღვინოები ცნობილი იყო რუსეთსა და ევროპაში. იგი შამპანურსაც აყენებდა.
ალ ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ მისი შვილი დავითი-ოფიცერი, არ დაინტერესდა მეურნეობით--მამის ქონებას ანიავებდა ქეიფებში. მერე შამილმა მოიტაცა მისი ოჯახი. გამოსახსნელად დავითმა მამული დააგირავა და  ვეღარ გამოიხსნა.
ეს მამული ალექსანდრე მესამის საკუთრება გახდა. 1883 წელს წინანდალს ჩამოვიდნენ "საუფლისწულო მამულის": რწმუნებულები და ჩაიბარეს მეურნეობა.. 1884 წელს ააგეს რუსეთში უდიდესი სარდაფი,. უცხოეთიდან მოიწვიეს სპეციალისტები. აქ იქნა დაყენებული 'წინანდალი"--მსოფლიოში საუკეთესო ღვინო. აქვე მუშაობდა ბორდოელი სპეციალისტი მასანო...

შარდენი ქართულ ღვინოზე

"არცეთ ქვეყანაში იმდენი რაოდენობით და ისეთ დიდებულ ღვინოს არ სვამენ, რამდენსაც საქართველოში"-შარდენი ფრანგი მოგზაური (მე-17 საუკუნე)